სიონის საპატრიარქო ტაძარში დილიდან ხალხმრავლობაა. პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე - მიტროპოლიტი შიო აღავლენს.
მამა საბა (გაზდელიანი) აცხადებს, რომ 40 დღის განმავლობაში, თითქმის სრულიად საქართველო მივიდა და პატივი მიაგო მის უწმინდესობას საფლავთან.
"ამ 40 დღის განმავლობაში, თითქმის სრულიად საქართველო მოვიდა და პატივი მიაგო მის უწმინდესობას საფლავთან. არ წყდებოდა ხალხის ნაკადი. 40 დღის განმავლობაში სიონის ტაძარი ღია იყო. სამღვდელოება უწყვეტად იხდიდა პანაშვიდს მისი სულის მოსახსენებლად. გამოჩნდა ის უდიდესი სიყვარული, რომელიც ჩვენმა უწმინდესმა დათესა. დღეს ჩვენ მოვიმკეთ, როდესაც ამდენი ხალხი ვიხილეთ მასთან მოსული,"- აცხადებს მღვდელი, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი მამა საბა (გაზდელიანი).