საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში მღვდელმთავრებთან და სხვა სასულიერო პირებთან ერთად, შაბათს წირვას აღავლენს, წირვის შემდეგ კი მისი უწმინდესობის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.
ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.