19 ივნისი 2026,   00:06
ვრცლად
დონალდ ტრამპი შეუერთდება ისრაელისა და ლიბანის მოლაპარაკებების ნაწილს, რომელიც თეთრ სახლში მიმდინარეობს - CNN

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, შეუერთდება ისრაელ-ლიბანის პირდაპირ მოლაპარაკებების ნაწილს, რომელიც ამჟამად თეთრ სახლში მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ტრამპი ასევე გეგმავს ისრაელისა და ლიბანის ელჩების მიღებას აშშ-ში, როდესაც ისინი მოლაპარაკებებზე ჩავლენ. 

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი ლიბანში გამოცხადებული არასტაბილური 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ფონზე მიმდინარეობს, რომლის ვადაც უახლოეს დღეებში იწურება.

პირდაპირ მოლაპარაკებებში თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ აშშ-ში ისრაელის ელჩი იეჩიელ ლეიტერი და ლიბანის ელჩი ნადა ჰამადე მოავადი. შეხვედრის ნაწილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დაესწრება.

ამერიკულ დელეგაციას დაემატა აშშ-ის ელჩი ისრაელში მაიკ ჰაკაბი, რომელიც გასული კვირის მოლაპარაკებებს არ ესწრებოდა. აშშ-ის გუნდის წევრები კვლავ არიან ელჩი ლიბანში მიშელ ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი მაიკლ ნიდჰემი.

პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გასულ კვირას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

დღის ამბები