"დელფოსის ფორუმის" ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას იღებს სამუშაო სესიაში - "უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი".
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობენ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი, ყოფილი ევროკომისარი დიმიტროს ავრამოპულოსი, საქართველოსა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრები. დისკუსიის დაწყებამდე, მაკა ბოჭორიშვილსა და მარტა კოსს, კომუნიკაცია ჰქონდათ.