აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის მხარე არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და რა თქმა უნდა, ეს მხარე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად მოკლე პერიოდისა, სულხან თამაზაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოზიციაზე ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაუყარა საფუძველი და ძალიან ბევრი რამე მოწესრიგდა მართვის კუთხით.
"მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს ამ ერთობლივი გადაწყვეტილებისთვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, აჭარის მხარე არის ჩვენი ქვეყნის ულამაზესი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე და რა თქმა უნდა, ეს მხარე საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. მნიშვნელოვანია, რომ საიმედო ხელში იყოს ამ მხარის მართვის საქმე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ სულხან თამაზაშვილს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მისი გამორჩეული საქმიანობისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამ მოწესრიგდა მართვის კუთხით, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი და ამისათვის ბატონი სულხანი იმსახურებს განსაკუთრებულ მადლობას. მან დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა საქართველოს მთავრობაში - შს მინისტრის თანამდებობა და მას მინდა წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.