06 აგვისტო 2026,   11:20
ვრცლად
ვერ გაურკვევიათ ხელი რასაც მოაწერეს, შეთანხმებაა თუ "ლუზერების" ფორმულა, თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, არ ვაპირებთ ჩარევას მათ შიდა პრობლემებში - თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალურ მოძრაობაზე"

ოპოზიციისა დაპირისპირებასა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ, 9 პოლიტიკური გაერთიანების შესაძლო დატოვებაზე დამატებითი კომენტარი პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა გადაწყვიტოს დატოვებენ თუ არა ალიანსს.

მისივე თქმით, გაერთიანება წესების მიხედვით მოქმედებენ, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს, ხოლო ვინც არ დაემორჩილება ალიანსი დაუპირისპირდება.

"ხომ ნახეთ, დღეს არ იყვნენ. მათი საქმეა, შეთანხმებას არაფერი ემუქრება, 8 პარტია ვრჩებით შეთანხმების ერთგულნი.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არეულობას, რომელთაც ვერ გაურკვევიათ ეს შეთანხმება, ხელი რასაც მოაწერეს, შეთანხმებაა თუ "ლუზერების" ფორმულა, თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას მათ შიდა პრობლემებში.

წესები გაწერილია, ამ წესების მიხედვით ვმოქმედებთ, ყველა უნდა დაემორჩილოს ამ წესებს, ვინც არ დაემორჩილება ალიანსი დაუპირისპირდება. ჩვენი ლიდერი არ არის მიხეილ სააკაშვილი, თუ თავის პარტიასთან აქვს პრობლემები თავის პარტიას ელაპარაკოს და გაარკვიოს ერთმანეთში", - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, 9 პარტიის ერთობა, შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს. მათი განცხადებით, ისინი ვერ იქნებიან ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც მათივე თქმით ანტი-მიშას პოზიციებს ითავსებს. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ალიანსში შემავალ პარტიებს ისევ მწვავედ აკრიტიკებს და წერს, რომ არ აპირებს გაუფრთხილდეს ვინმეს სენტიმენტებს, კრიტიკის მიღება კი აუცილებელია. დაპირისპირება ალიანში პატიმარი ექს პრეზიდენტის განცხადებებს მოყვა, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს. ამ განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია გაემიჯნა.

დღის ამბები