06 აგვისტო 2026,   08:23
ვრცლად
ბრალდებები აბსურდულია, განცხადება პოლიტიკურად სრულიად უადგილო - გიორგი იმედაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე

"ბრალდებები აბსურდულია, განცხადება პოლიტიკურად სრულიად უადგილო" - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა "ნაციონალურ მოძრაობასა" და ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.

გიორგი იმედაშვილის თქმით, თუ რომელიმე პარტიას არ სურს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებაში იყოს, არჩევანი თავისუფალია.

"ბრალდებები აბსურდულია, განცხადება პოლიტიკურად სრულიად უადგილო. არ მგონია სწორი იყოს, როდესაც ადამიანი, ამ ტონით, სხვა პარტიას მოუწოდებდეს რაღაცის გაკეთებისკენ და ამას თავის პარტია არ აკეთებდეს.

გარიცხვა, ამ შემთხვევაში, არაადამიანურ სახეს თუ არ მიიღებს, არ იქნება, მაგრამ თუ ვინმეს არ სურს, რომ ეს შეთანხმებები დაიცვას - არჩევანი თავისუფალია.

წერენ, რომ არ უნდათ ალიანსში მონაწილეობა, ამიტომ ვფიქრობ, მათ პარტიის საკითხია - დააყენონ ეს საკითხი საკუთარ პოლიტსაბჭოზე, ყველა სხვა პარტია ამას იზამდა, და მიიღონ და გადაწყვეტილება.

არ იყვნენ იმ ორგანიზაციის წევრები, რომლის წევრობაც არ უნდა, თუ ეს სიმართლეა, თუ ეს სიმართლე არ არის, მაშინ დაუბრუნდნენ იმ წესებით ურთიერთობას, რომლითაც იყო შეთანხმებული", - განაცხადა გიორგი იმედაშვილმა.

ცნობისთვის, 9 პარტიის ერთობა, შესაძლოა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დატოვოს. მათი განცხადებით, ისინი ვერ იქნებიან ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც მათივე თქმით ანტი-მიშას პოზიციებს ითავსებს. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი ალიანსში შემავალ პარტიებს ისევ მწვავედ აკრიტიკებს და წერს, რომ არ აპირებს გაუფრთხილდეს ვინმეს სენტიმენტებს, კრიტიკის მიღება კი აუცილებელია. დაპირისპირება ალიანში პატიმარი ექს პრეზიდენტის განცხადებებს მოყვა, რომელშიც ის ოპოზიციას აკრიტიკებს. ამ განცხადებებს "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, ყველა სხვა პარტია გაემიჯნა.

დღის ამბები