27 ნოემბერი 2026,   10:57
ვრცლად
ახალი სცენარი ისეთივე კრახისთვის არის განწირული, როგორისთვისაც წინა სცენარები - ზვიად შალამბერიძე ბლაჟევიჩზე

"ქართულ ოცნებაში" არ უკვირთ რომ ბლაჟევიჩი, რომელიც "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერია, ოპოზიციასა და აქტივისტებს რევოლუციური სცენარების შემუშავებაში ამზადებს. მმართველ გუნდში ოპონენტების რადიკალურ გეგმებზე და ქვეყანაში არეულობის მცდელობაზე საუბრობენ.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ოპოზიციის ახალი სცენარი ისეთივე კრახისთვის არის განწირული, როგორისთვისაც წინა სცენარები იყო განწირული.

"დარწმუნებული ვარ, რომ სცენარი ისეთივე კრახისთვის არის განწირული, როგორისთვისაც წინა სცენარები იყო განწირული, რომლითაც ოპოზიცია თითქოს ცდილობდა რაღაც შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ, რომ ე.წ. ექსპერტები იყვნენ არაერთხელ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული, რომლებიც არა მხოლოდ ტრენინგებს ატარებდნენ, არამედ კონკრეტულ მითითებებს აძლევდნენ, სტრატეგიებს ამუშავებდნენ თუ როგორ უნდა მომხდარიყო იმ აქციების მართვა, რომელი აქციებიც ჩვენ რუსთაველზე ვიხილეთ გარკვეული პერიოდის წინ. ასევე, როგორ უნდა მომხდარიყო არჩევნების გაყალბება. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავები, ისევე როგორც წინა პერიოდში გასცეს პასუხი მსგავს მცდელობებს უცხო ქვეყნის მხრიდან და უცხო ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ჩარევებს", - განაცხადა შალამბერიძემ. 

დღის ამბები