ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვირჯინიის შტატში არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპმა Truth Social - ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას თავდაპირველად რესპუბლიკელები იგებდნენ, თუმცა ბოლოს ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების მასობრივი "ჩაყრა" მოხდა, რამაც დემოკრატების გამარჯვება განაპირობა.
"დემოკრატებმა კიდევ ერთი მზაკვრული გამარჯვება გამოსტყუეს ქვეყანას! ვნახოთ, გამოასწორებენ თუ არა სასამართლოები "მართლმსაჯულების" ამ დაცინვას," - წერს ტრამპი.