06 აგვისტო 2026,   02:57
ვრცლად
ხაზი გაესვა დიალოგისა და სამომავლო თანამშრომლობის აღდგენისა და გაძლიერების აუცილებლობას, რომ გადაილახოს ყველა ის წინააღმდეგობა, რაც შექმნილია ევრობიუროკრატიის მხრიდან - მაია ბითაძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალურ ვიზიტი მადრიდში გრძელდება.

საკანონმდებლო ორგანოს დელეგაციის წევრებმა ესპანეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებთან პირისპირ შეხვედრები გამართეს, აუდიენციების ფარგლებში განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია გადაილახოს ყველა წინააღმდეგობა რაც ევრობიუროკრატიის მხრიდან არის შექმნილი:

"დიდი იყო ინტერესი ჩვენი დელეგაციის მიმართ და მივიღეთ სრული მხარდაჭერა ევროინტეგრაციისაკენ გზაზე. ისევე, როგორც ერთმნიშვნელოვნად გაესვა ხაზი დიალოგისა და სამომავლო თანამშრომლობის აღდგენისა და გაძლიერების აუცილებლობას იმისთვის, რომ გადაილახოს ყველა ის წინააღმდეგობა, რაც ამჟამად შექმნილია ევრობიუროკრატიის მხრიდან." - განაცხადა მაია ბითაძემ.

ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები იმყოფებიან.

დღის ამბები