06 აგვისტო 2026,   11:16
ვრცლად
შევთანხმდით, რომ დღევანდელი ვითარება არც ევროკავშირისთვის და არც საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის - ნიკოლოზ სამხარაძე მადრიდში ვიზიტზე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში ოფიციალურ ვიზიტს მართავს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე შეხვდნენ ესპანეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებს. მათ შორის, გამართეს მოლაპარაკებები სენატისა და დეპუტატთა კონგრესის ერთობლივი კომისიების ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო.

"ძალიან საინტერესო დისკუსია გვქონდა. ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ უსაფრთხოების გარემოს შესახებ, რომელიც საქართველოში და ჩვენს რეგიონშია. ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ვისაუბრეთ ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, ასევე, საქართველოს როლზე. ამასთან, შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, საუბარი გქონდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მათ შორის, იმ პრობლემატიკაზე, რომელიც არსებობს ჩვენ ურთიერთობაში. ჩვენ მივაწოდეთ ჩვენი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ამ რთული სიტუაციიდან გამოვდეთ. შევთანხმდით იმაზე, რომ დღევანდელი ვითარება არც ევროკავშირისთვის და არც საქართველოსთვის ხელსაყრელი არ არის და აქედან გამომდინარე, დიალოგის რეჟიმში უნდა გადავიდეს ეს ურთიერთობები," - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები