ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა განაცხადა, რომ აშშ-სთან დაძაბულობის შესამცირებლად ყოველი რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნას გამოყენებული - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობისას სიფხიზლე და უნდობლობა უდავო აუცილებლობაა.
ორკვირიანი ზავი ირანსა და აშშ-ს შორის ოთხშაბათს იწურება.
ამერიკელი წარმომადგენლები ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებებისთვის უნდა ჩავიდნენ, თუმცა თეირანს ჯერ არ გამოუცხადებია, გააგზავნის თუ არა თავის დელეგაციას პაკისტანში.