18 ივნისი 2026,   11:51
ვრცლად
კიევის ოლქში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა

უკრაინაში, კიევის ოლქში, რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები.

მანამდე, დრონებით საჰაერო იერიშის საფრთხიდან გამომდინარე, კიევსა და სხვადასხვა რეგიონში განგაში იყო გამოცხადებული.

ამავე დროს, ხანძარი იყო რუსეთში. კრასნოდარის მხარეში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, ცეცხლი გაჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

დღის ამბები