18 ივნისი 2026,   13:09
ვრცლად
"თვითგამორკვევის აქტის" საფუძველზე, გერმანელმა ექსტრემისტმა სქესი ოფიციალურად შეიცვალა და ამ გზით მართლმსაჯულებას თვეების განმავლობაში ემალებოდა

ჩეხეთის რესპუბლიკაში დააკავეს გერმანელი ტრანსგენდერი, მემარჯვენე ექსტრემისტი, რომელიც მართლმსაჯულებას თვეების განმავლობაში ემალებოდა. მარლა ლიბიჩი, რომელიც წარსულში სვენ ლიბიხის სახელით იყო ცნობილი, რადიკალური ექსტრემიზმისთვის არის გასამართლებული და 18-თვიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. გერმანული მედიის ცნობით, ლიბიჩი ნეონაცისტური დაჯგუფების, "სისხლი და ღირსების" წევრი იყო.

განაჩენის გამოტანის შემდეგ მან ქვეყნის დატოვება მოახერხა, თუმცა მანამდე, 2024 წლის ბოლოს ლიბიჩს ოფიციალურ ჩანაწერებში "მამრობითი" სქესი "მდედრობითით" შეუცვალეს. მან ასევე შეიცვალა სახელი.

ეს შესაძლებელი გახდა გერმანიის "თვითგამორკვევის აქტის" საფუძველზე, რომელიც ახლახან შევიდა ძალაში. კანონი ადამიანებს საშუალებას აძლევს, შეცვალონ გენდერული ნიშანი და სახელი რეესტრის ოფისში მარტივი დეკლარაციის წარდგენით და არა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.

გერმანულმა მედიამ ეჭვი შეიტანა, რეალური იყო თუ არა ლიბიჩის ტრანზიცია.

ფედერალურმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დობრინდტმა (CSU) ლიბიჩი თვითგამორკვევის აქტის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. "როგორც ჩანს, გენდერის შეცვლის აშკარად ბოროტად გამოყენების შემთხვევაა", - განუცხადა დობრინდტმა ZDF TV-ს.

მედიის ცნობით, დაკავების დროს ლიბიჩს მამაკაცის ტანსაცმელი ეცვა და თავი გადაპარსული ჰქონდა.

 

დღის ამბები