03 აგვისტო 2026,   01:52
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმე დასკვნით ეტაპზეა. სხდომაზე დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის. გამოძიება მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. საქმეზე უკვე მსჯავრდადებულია გელა უძილაური, მკვლელობის დამკვეთად კი დასახელებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.

გიორგი ჯოხაძის ადვოკატი, ლიკა ბითაძე: "მზად ვართ იმისთვისაც, რომ არ გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტილება სასამართლომ, თუმცა ერთი რამე შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს ბრძოლა ამ საქმეში გაგრძელდება ბოლომდე და სულ რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი, ეს განაჩენი, დამერწმუნეთ, მოივლის მსოფლიოს."

საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე: "ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ერთობლიობაში ასაბუთებს ჯერ იმას, რომ კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა მიქაძეებს და ფარცხალაძეს ლევან ჯანგველაძესთან, რა იყო მათ შორის დაპირისპირების მიზეზი და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები უკვე დაგეგმვის ნაწილში და ბოლოს, აღმსრულებელმა, გელა უძილაურმა როგორ განახორციელა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ გიორგი მიქაძე მისცემდა ჩვენებას სასამართლოს და ჩვენც მოგვეცემოდა საშუალება, რომ დაგვესვა მისთვის არაერთი კრიტიკული შეკითხვა, მათ შორის, პროცესზე მის მიერ გაჟღერებულ პოზიციებთან დაკავშირებით, თუმცაღა, მან აირჩია სტრატეგიულად, მისი უფლება და არ მისცა ჩვენება."

დღის ამბები