02 აგვისტო 2026,   19:41
ვრცლად
მედიის ინფორმაციით, ბელარუსი უკრაინის საზღვართან სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას ქმნის

ბელარუსი უკრაინის საზღვართან 37-ე ცალკეულ სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას აყალიბებს, - განაცხადა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხ ВоенТВ-ის ეთერში.

ალექსანდრე ილიუკევიჩის თქმით, სამხედრო ნაწილების ფორმირება უკვე დაწყებულია.

"ლოკაცია გომელთან ახლოს იქნება. ჩვენ უკვე დავიწყეთ სამხედრო ნაწილების ფორმირება. უკვე ჩამოყალიბებულია ერთი ბატალიონი. წელს ჩემოყალიბდება კიდევ ერთი ბატალიონი, ასევე საბრძოლო უზრუნველყოფის დანაყოფებს, სააარტილერიო, ჰაერსაწინააღმდეგო და სადაზვერვო დანაყოფებს ვქმნით",  - განაცხადა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა.

მედიის ცნობით, ამ დროისთვის ჩამოყალიბებულია რამდენიმე ნაწილი და ქვედანაყოფი, შერჩეულია ოფიცერთა შემადგენლობა და გაწვეულია პირადი შემადგენლობა. ახალი ბრიგადა გომელთან ახლოს, ბელარუს-უკრაინის საზღვრიდან 40 კილომეტრში განთავსდება.

ბელარუსში სამი სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა მოქმედებს: 103-ე ვიტებსკში, 38-ე ბრესტში და მე-5 მინსკთან ახლოს, მარინა-გორკაში.

დღის ამბები