ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგებას ისახავს მიზნად - ცნობილი გავლენიანი ფრანგული გამოცემა L'equipe პსჟ-სა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მოტივირებულია და მზადაა, პსჟ-სთან ერთად, კვლავ ყველა და ყველაფერი დაამარცხოს.
ის მსოფლიო ჩემპიონატზე არ თამაშობდა, 7 კვირა დაისვენა და ახლა ახალი სეზონისთვის ემზადება. მისი მიზანია, სეზონის დასაწყისიდანვე საუკეთესო ფორმაში იყოს მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოთამაშე ფეხბურთელებს ამისთვის დრო სჭირდებათ.
კვარა მიზნად ისახავს ოქროს ბურთის მოგებას და ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის მოგებას თავის გუნდთან ერთად", - წერს ფრანგული გამოცემა.
ქართველმა ფეხბურთელმა პსჟ-სთან ერთად წელს ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო.