03 აგვისტო 2026,   11:15
ვრცლად
ნამდვილი კულინარიული მოგზაურობა, მივიწყებული ტრადიციული რეცეპტები და ახალი ინტერპრეტაციები - გურიაში გასტრონომიული დღესასწაული გრძელდება

ნამდვილი კულინარიული მოგზაურობა, მივიწყებული ტრადიციული რეცეპტები და ახალი ინტერპრეტაციები - საქართველოში გასტრონომიული დღესასწაული გრძელდება. მასშტაბურ პროექტ "გემო ფესტს", ორი დღის განმავლობაში, გურიამ უმასპინძლა.

მუსიკოსთა პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა თემატური სივრცე მოეწყო: ადგილობრივი მეწარმეების ბაზარი, ღვინისა და კვების პავილიონები, დესერტების სივრცე და აგროზონა. ცალკე განთავსდა საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონებში კი სტუმრებს კერძები და სასმელები დახვდათ.

ახალი შესაძლებლობების მიღება ფესტივალის მთავარი მიზანია. ღონისძიება ადგილობრივ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის წარდგენის საშუალებას, ხოლო სტუმრებს გურიის კულინარიულ თავგადასავალში განსხვავებული გემოების აღმოჩენას სთავაზობს.

ორი დღის განმავლობაში, "გემო ფესტმა" შეკვეთილში სტუმრებს რეგიონის გაცნობის სულ სხვა შესაძლებლობა მისცა. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნობს.

დღის ამბები