18 ივნისი 2026,   14:31
ვრცლად
შტატებმა რუსული ნავთობის სანქციებზე პაუზა კიდევ 30 დღით გაახანგრძლივა - ABC News

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაუზა გაახანგრძლივა, რაც ირანთან ომის შედეგად ნავთობის დეფიციტის შემსუბუქებას ემსახურება. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ასეთი ნაბიჯი გამორიცხა.

ე.წ. ზოგადი ლიცენზია ნიშნავს, რომ აშშ-ის სანქციები პარასკევის მდგომარეობით ტანკერებზე ჩატვირთული რუსული ნავთობის ტვირთებზე 30 დღის განმავლობაში არ გავრცელდება. მსგავსი 30-დღიანი ლიცენზია, რომელიც მარტში გაიცა, 11 მარტამდე დატვირთულ რუსულ ნავთობზე ვრცელდებოდა.

"ლიცენზიის გახანგრძლივება ხაზს უსვამს, თუ როგორ გაზარდა ირანთან ომის შედეგებმა მოსკოვის შესაძლებლობა, მიიღოს მოგება ენერგორესურსების ექსპორტიდან, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემდეგ შემცირდა", - წერს ABC News-ი.

დღის ამბები