18 ივნისი 2026,   20:47
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა მანამ გაგრძელდება, ვიდრე შეთანხმება "სრულად არ შესრულდება"

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ირანიდან მიღებულ ინფორმაციას ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის შესახებ, თუმცა განმარტა, რომ აშშ-ის ამჟამინდელი საზღვაო ბლოკადა ძალაში დარჩება მანამ, ვიდრე ირანთან მათი ურთიერთობა სრულად არ მოგვარდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ეს პროცესი ძალიან სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან საკითხების უმეტესობაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

მედიის ცნობით, ბოლო დღეებში, პაკისტანმა - მთავარმა მომლაპარაკებელმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის უზრუნველსაყოფად ძალისხმევა გააძლიერა. წინა რაუნდი, ისლამაბადში გამართული მოლაპარაკებები შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

 

 

დღის ამბები