გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე. ვახტანგ ჟვანია სერვისის მიწოდების ქართული საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მოხსენებით წარსდგა.
სიტყვით გამოსვლის დროს მან ყურადღება გამახვილა თანამედროვე საჯარო ადმინისტრირებაში ციფრული კომპეტენციების გაძლიერებაზე, ინოვაციური სერვისების განვითარებასა და მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკის მნიშვნელობაზე. ასევე ითქვა ისიც, რომ საქართველოს იუსტიციის სახლი , უზრუნველყოფს სწრაფ, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის მომსახურებას.
"ჩემთვის დიდი პატივია, წარმოგიდგინოთ იუსტიციის სახლი - ინსტიტუტი, რომელიც ასახავს საქართველოს ერთგულებას ძლიერი მმართველობის, ინოვაციებისა და მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო მომსახურების მიმართ. ის სახელმწიფო სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი დაწესებულებაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს საქმიანობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის მკაცრი დაცვით. ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს შემდგომ ციფრულ განვითარებაზე სერვისებში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზებული გადაწყვეტების დანერგვის გზით," - განაცხადა ვახტანგ ჟვანიამ.