ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში უკრაინის პრეზიდენტსა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს შორის შეხვდა გაიმართა. მხარეები თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ამასთანავე, დაიწყება უკრაინული დრონების წარმოება ნორვეგიის ტერიტორიაზეც. ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს.
მანამდე, ვოლოდიმერ ზელენსკი გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც ის ფრიდრიხ მერცს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს პროცესი მოკლე დროში ვერ დასრულდება. ამავდროულად, კიევს მოუწოდა, დააჩქაროს შიდა რეფორმები, განსაკუთრებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
პარალელურად, გერმანიისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებმა საბრძოლო ციფრული მონაცემების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერს ხელი. 4 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვითმა შეთანხმებამ ახალი იარაღის სისტემების ერთობლივ შემუშავებას უნდა შეუწყოს ხელი, რაც გულისხმობს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, შორი მოქმედების შესაძლებლობების განვითარებასა და დრონების ერთობლივ წარმოებას.