02 აგვისტო 2026,   00:38
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 14 პირის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები. დაკავებულებს ბრალდება ედავება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას, ჩადენილ ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურორი თამარ იაკობაძე აცხადებს, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ გამომძიებლები.

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაკითხა გამომძიებლები, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. არსებობს ვიდეო მასალები, რომლებიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულ 12 პირთა მიმართებით დეტალურად აღწერს მათ მიერ განხორციელებულ საგამოძიებო მოქმედებებს,"- აცხადებს პროკურორი.

დღის ამბები