27 ნოემბერი 2026,   11:38
ვრცლად
ვულოცავთ დედა ენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს - აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართველ ხალხს დედაენის დღეს ულოცავს. 

"1978 წლის 14 აპრილს ქართველები წინ აღუდგნენ საბჭოთა კავშირის მცდელობას, ქართული ენისთვის წაერთმია სახელმწიფო ენის სტატუსი. დღეს პატივს მივაგებთ მათ სიმამაცეს და აღვნიშნავთ ქართული ენის სილამაზესა და უნიკალურობას.

ვულოცავთ დედა ენის დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებს!," - წერია მილოცვაში. 
დღის ამბები