27 ნოემბერი 2026,   21:39
ვრცლად
180 გრადუსით არის შეცვლილი სიტუაცია, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს და ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში - ლევან მაჭავარიანი

საქართველო ხანგრძლივი დემოკრატიზაციით ევროპის და ატლანტიკური სივრცის საუკეთესო ხუთეულშია, კეთილდღეობის 12-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი სიტუაცია, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლის შემდეგ რადიკალურად არის შეცვლილი. 

"იმ ხელისუფლების ყოველდღიურობას წარმოადგენდა ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა, სისტემური წამება-გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, განსხვავებული აზრის გამო ადამიანის დევნა, გაყალბებული არჩევნები. 180 გრადუსით არის შეცვლილი სიტუაცია, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს. დღეს ადამიანს შეუძლია გამოხატოს საკუთარი აზრი, ადამიანს შეუძლია განსხვავებული აზრი გამოხატოს, ადამიანი, რომელიც ბიზნესს აწარმოებს, აბსოლუტურად ხელშეუხებელია, ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი, არჩევნები ტარდება ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტით და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ასახვას პოვებს ხოლმე კონკრეტულ რეიტინგებში, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული დასავლური ორგანიზაციების მხრიდან არის გამოქვეყნებული," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

"ატლანტიკურმა საბჭომ", თავისუფლების და კეთილდღეობის ინდექსების საფუძველზე, 2026 წლის ატლასი გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით, საქართველოს ზომიერი თავისუფლების, კეთილდღეობის ინდექსით კი ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი ისევ გამყარდა. კეთილდღეობის ინდექსის 12-წლიანი გაუმჯობესებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან კეთილდღეობის ინდექსი 75 შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით ისტორიულ მაქსიმუმზეა.

დღის ამბები