18 ივნისი 2026,   15:33
ვრცლად
ტრამპის თქმით, არ აპირებს რომის პაპს ბოდიში მოუხადოს და განმარტავს, რომ უბრალოდ მისკენ მიმართულ კრიტიკას პასუხობს

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ის რომის პაპს ბოდიშს არ მოუხდის, ვინაიდან პაპი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით "ძალიან სუსტია და ცდება".

" [პაპი] ძალიან სუსტია დანაშაულთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით" - აღნიშნა ტრამპმა და განმარტა, რომ მან უბრალოდ პასუხი გასცა მისკენ მიმართულ კრიტიკას. 

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა რომის პაპი ლეო XIV მწვავედ გააკრიტიკა აშშ-ირანის ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო. რომის პაპი, თავის მხრივ კატეგორიულად გმობს ტრამპის რიტორიკას ირანელი ხალხის მიმართ და მას "სრულიად მიუღებელს" უწოდებს.

პაპი აცხადებს, რომ ხმამაღლა ისაუბრებს ომის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებს მშვიდობის დამკვიდრების, დიალოგისა და სახელმწიფოებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობების ხელშეწყობისთვის.

დღის ამბები