18 ივნისი 2026,   13:11
ვრცლად
სტარმერის თქმით, დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს

სტარმერი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას "მხარს არ უჭერს". ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის რეაქცია ჰორმუზის სრუტის გახსნაზეა ორიენტირებული, რადგან "ეს არის ერთადერთი გზა, ენერგომატარებლების ფასების, რაც შეიძლება სწრაფად შესამცირებლად".

მედიის ცნობით, როდესაც სტარმერს ჰკითხეს, პირადად აკისრებს თუ არა პასუხისმგებლობას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრიტანეთის ენერგოგადასახადებზე ზეგავლენას, პრემიერი პირდაპირ არ პასუხობს.

სტარმერის თქმით, "ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია", არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნისკენ მოწოდებისთვის.

სტარტერის განმარტებით, სწორედ ირანია სპარსეთის ყურეში მიმოსვლის შეზღუდვის მიზეზი და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი არ აპირებს ომში ჩართვას.

დღის ამბები