06 აგვისტო 2026,   18:39
ვრცლად
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევას აღნიშნავს

დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევას აღნიშნავს. ამ დღეს მორწმუნეები მიცვალებულთა საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. თან მიაქვთ პასკა და წითელი კვერცხები.

“მოვიხსენიებ ჩემს შვილს. როგორც გმირი, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, სამშობლოს სიყვარულში წავიდა, შესწირა თავი. მადლობა, რომ მკვდარი მაინც, 8 თვის შემდეგ ვიცანი შვილი, კბილებით ვიცანი ბავშვი. დიდი მადლობა ღმერთს და მადლობელი ვარ საპატრიარქოს, ილია მეორემ, ცხონებულმა, გადმოასვენა 42 ბავშვი იქიდან“, - აცხადებს სერგო მელიას მამა თამაზ მელია.

დღის ამბები