07 აგვისტო 2026,   02:59
ვრცლად
დედაქალაქში, მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით, 9 დროებითი მარშრუტი დაწესდა - ავტობუსებით მოქალაქეები უფასოდ სარგებლობენ

დედაქალაქში, მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით, 9 დროებითი მარშრუტი დაწესდა. ავტობუსებით მოქალაქეები უფასოდ სარგებლობენ.

ტრანსპორტი მგზავრებს დილის 8:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტების პირველი გაჩერება კი მეტროსადგურებთანაა.

დღის ამბები