უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის გუნდმა, საარჩევნო პროცესის დასრულების და უბნების დახურვის შემდეგ, რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავენ, რომ მათ ოფისში, დღეს, დაახლოებით 1500 საჩივარი არის შესული იმის შესახებ, რომ პიტერ მაგიარის, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის გუნდი, ამომრჩევლის მოსყიდვას აქტიურად ცდილობდა.
პარალელურ რეჟიმში, ვიქტორ ორბანის გუნდი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მოქალაქეების წინააღმდეგ აქტიურად ხორციელდებოდა დეზინფორმაციული კამპანიები. თუმცა, ეს ყველაფერი შემდგომში სადამკვირვებლო მისიებმა უნდა დაადასტურონ, რომლებიც უნგრეთის საპარლამენტო საარჩევნო პროცესს აკვირდებიან.
ცნობისთვის, სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიების ფარგლებში, მაგალითად, ეუთოს სადამკვირვებლო მისიების ფარგლებში, უნგრეთში იმყოფებიან ქართველი დეპუტატები ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე.
ასევე, საქართველოს პარლამენტიდან უნგრული მხარის თხოვნით მიწვეულია 5 კაციანი დეპუტაცია იმისთვის, რომ დააკვირდნენ იქ არსებულ ვითარებას.
ბუდაპეშტში ახლა ყველა არჩევნების შედეგების მოლოდინშია.