ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ლიბანთან მოლაპარაკებებს რაც შეიძლება მალე დაიწყებს.
"მე გუშინ კაბინეტს მივეცი მითითება, რომ ლიბანთან პირდაპირი მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე დაიწყონ,"- აცხადებს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
მოლაპარაკებები "ჰეზბოლას განიარაღებასა და ისრაელსა და ლიბანს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებაზე იქნება ორიენტირებული".