06 აგვისტო 2026,   01:43
ვრცლად
ელჩი არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ არ აახლებს გერმანიის საგარეო უწყება ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო უწყების ხელმძღვანელად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული და საქართველოს ხელისუფლების მიმართვის მიუხედავად, ინფორმაცია არ ახლდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, "რუსთავი 2-მა" კითხვა დღეს გერმანიის ელჩს საქართველოში, პეტერს ფიშერსაც დაუსვა, თუმცა მან კითხვა უპასუხოდ დატოვა.

"მადლობა, მე აქ ვარ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ნება მომეცით, წავიდე", - განაცხადა პეტერ ფიშერმა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

 

რატომ არის მითითებული გერმანიის საგარეო  უწყების ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო უწყების ხელმძღვანელად კი ილია დარჩიაშვილი - კითხვას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი არ პასუხობს

 

 

დღის ამბები