9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, მოქალაქეების მშვიდობიანი აქცია დაარბია, რასაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი 21 ქართველი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა.