რატომ არ აახლებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაცემებს ოფიციალურ ვებგვერდზე, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი წერია - თემაზე "კურიერმა" საქართველოში გერმანიის საელჩოს წერილობით მიმართა. დიპლომატიური უწყებისგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო უწყებაში ნოტა გააგზავნა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე კვლავ უცვლელია, მაშინ, როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთსა და სირიას.