09 აგვისტო 2026,   16:19
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში და ე.წ. ოლიგარქიული ოჯახების გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს

საპარლამენტო არჩევნები უნგრეთში და ე.წ. ოლიგარქიული ოჯახების გავლენა მსოფლიო პოლიტიკაზე - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს. ფილოსოფოსის თქმით, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ ე.წ. დიფ სთეითი ორი განსხვავებული პოლიტიკური ფრონტიდან იბრძვის. შათირიშვილის აზრით, უნგრეთის პრემიერი ერთადერთი ლიდერია, რომელიც ეროვნული ინტერესების დაცვით კორპორაციების გავლენებს უპირისპირდება, შესაბამისად, მისი განეიტრალება ე.წ. დიფ სთეითის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. ფული, მედია და შეიარაღება, ფილოსოფოსის აზრით ის ძირითადი ბერკეტებია, რომელსაც უხილავი ძალაუფლების მქონე გაერთიანებები იყენებენ. შათირიშვილი ფიქრობს, რომ ე.წ. დიფ სთეითი ორბანის წინააღმდეგ ევროპულ ბიუროკრატიასთან ერთად, ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს და ვიცე-პრეზიდენტსაც იყენებს.

ზაზა შათირიშვილი იმ სქემაზეც საუბრობს, რომელმაც მისი აზრით, ვიქტორ ორბანის მმართველობა უნგრეთში, სწორედ საგარეო ჩარევებით უნდა დაასრულოს. მისი თქმით, ტრამპის მხრიდან ევროპის მტრის ხატად გამოცხადებამ და ორბანის მხარდაჭერამ, უნგრეთის პრემიერის რეიტინგზე ნეგატიური გავლენა უნდა მოახდინოს. მიზანი, ვიქტორ ორბანის დამარცხებით, ევროპაში ე.წ. კორპორაციების აბსოლუტური დომინაციაა, რომელსაც უნგრელი პოლიტიკოსის წასვლის შემთხვევაში წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს.

შათირიშვილის მოსაზრება გააკრიტიკეს დღეს ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ორბანი, რომელიც საქართველოს ღია მხარდამჭერია, არჩევნებში მარცხს იმსახურებს და უნგრეთში საარჩევნო პროცესზე გარე ძალების უხეში ჩარევა არ ხდება.

უნგრეთის არჩევნებში მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის ბედი რომ არ წყდება ამას საპარლამენტო უმრავლესობაშიც ადასტურებენ. თუმცა ამბობენ, რომ ფილოსოფოსის შეფასება სუბიექტურია. მმართველი გუნდი რეალურად ბუდაპეშტში იდეოლოგიების კომპლექსურ დაპირისპირებას ხედავს, რომელშიც ევროპის კონსერვატიული ფლანგის გამოხატულ ლიდერს, ლიბერალური ბრიუსელი უხეშად უპირისპირდება. საპარლამენტო უმრავლესობაში მსოფლიო გამოწვევების ფონზე საქართველოს ინტერესების აქტიურად დაცვის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს.

შეინარჩუნებს თუ არა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს უკვე მეხუთე ვადით ვიქტორ ორბანი, 12 აპრილს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გაირკვევა.

დღის ამბები