18 ივნისი 2026,   21:07
ვრცლად
ირანი, ლიბანზე ისრაელის თავდასხმების საპასუხო ზომებზე მუშაობს - CNN

CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანი, ლიბანზე ისრაელის თავდასხმების საპასუხო ზომებზე მუშაობს, რადგან ირანი ამას ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს.

"ამჟამად, ირანი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისრაელის სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ შემაკავებელი ოპერაციების ჩასატარებლად კონტრზომებს ამუშავებს“, - ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.

წყაროს თქმით, თავდასხმების გაგრძელება აჩვენებს, რომ ან „აშშ-ს არ შეუძლია გააკონტროლოს“ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ან მათ „სიონისტურ რეჟიმს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცეს“.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმთან“ საუბრისას კიდევ ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ირანის სამხედროები "არჩევენ სამიზნეებს“, რათა ისრაელის მიერ ლიბანზე განხორციელებულ თავდასხმებს უპასუხონ და იმუქრებიან, რომ შეტევების გაგრძელების შემთხვევაში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დატოვებენ.

"თუ აშშ რეგიონში თავის "კონტროლირებად აგენტს“ ვერ გააკონტროლებს, ირანი მას ამ საკითხში განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს! და ეს ძალის გამოყენებით მოხდება", - აღნიშნა წყარომ.

დღის ამბები