18 ივნისი 2026,   19:53
ვრცლად
ბეირუთის ცაზე, ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატების ხმა უფრო ძლიერად ისმის, ქუვეითში კი სარაკეტო და სადრონე თავდასხმები დააფიქსირეს - New York Times

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის ცაზე, ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატების ხმა ჩვეულებრივზე უფრო ძლიერად ისმის - ინფორმაციას New York Times ავრცელებს, მედიის ინფორმაციით ახლა ქვეყანა მოლოდინის რეჟიმშია რომ გაირკვეს, მოიტანს თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ომის დასრულებას ლიბანშიც.

მანამ, სანამ პრეზიდენტი ტრამპი წინასწარი შეთანხმების შესახებ გამოაცხადებდა, ისრაელის იერიშმა ლიბანის სამხრეთ ქალაქ სიდონის ხალხმრავალ ქუჩაზე, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ მცირე რვა ადამიანი იმსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმია კვლავ აკონტროლებს სამხრეთ ლიბანის ფართო ტერიტორიას, სადაც ის ბოლო კვირების განმავლობაში შეიჭრა.

ქუვეითის არმიის განცხადებით კი, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა სარაკეტო და სადრონე თავდასხმები დააფიქსირეს. უწყების განმარტებით, აფეთქებების ხმა, რომელიც ქალაქში ისმოდა, თავდასხმების გასანეიტრალებლად საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის შედეგია.

დღის ამბები