27 ნოემბერი 2026,   10:55
ვრცლად
ისრაელის არმია: ირანმა ახალი რაკეტები გაუშვა

ისრაელის სამხედრო უწყების განცხადებით, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ერთ საათზე მეტი გავიდა, თუმცა ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტები კვლავ დააფიქსირეს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს მუშაობა რაკეტების გასანეიტრალებლად.

მანამდე ისრაელის მედია აცხადებდა, რომ ირანული თავდასხმების გაგრძელებას მანამ ელოდნენ, სანამ ჰორმუზის სრუტე ოფიციალურად არ გაიხსნებოდა და ზავი ძალაში არ შევიდოდა.

დღის ამბები