27 ნოემბერი 2026,   10:32
ვრცლად
ირანმა ორკვირიანი ზავის შესახებ პაკისტანის წინადადება მიიღო - The New York Times

ირანის ოფიციალური პირების განცხადებით, თეირანმა ორკვირიანი ზავის შესახებ პაკისტანის წინადადება მიიღო.

გადაწყვეტილება პაკისტანის დიპლომატიურ მცდელობებსა და მისი მოკავშირის, ჩინეთის ჩარევას მოჰყვა. ჩინეთმა ირანს მოუწოდა, გამოეჩინა მოქნილობა და განემუხტა დაძაბულობა.

გარდა ამისა, გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა შეშფოთებამ იმ ეკონომიკური კატასტროფის გამო, რომელიც კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანებას მოჰყვებოდა.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი დაუჭირა ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიმ.

დღის ამბები