"პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია პაკისტანის წინადადებაზე, პასუხი მალე იქნება" - აცხადებენ თეთრ სახლში.
მანამდე კი, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა ტრამპს სამშაბათის ულტიმატუმის ვადის ორი კვირით გაგრძელება და ამავე პერიოდში ზავის გამოცხადება სთხოვა.
შეჰბაზ შარიფმა ასევე მოუწოდა თეირანს, ამ დროის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა დაუშვას.
ცნობისთვის, პაკისტანი, ეგვიპტესთან, თურქეთთან და საუდის არაბეთთან ერთად, მეომარ ქვეყნებს შორის შუამავლის როლს ასრულებს.