"არტემის-2"-ის ეკიპაჟმა მთვარის გარშემო გადაფრენა წარმატებით დაასრულა და დედამიწაზე ბრუნდება. ასტრონავტები ჩვენი პლანეტიდან 407,000 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კაცობრიობის ისტორიაში ადამიანი პირველად გავიდა დედამიწიდან ასეთ შორ დისტანციაზე.
მთვარის უკანა მხარეს გადაფრენისას, NASA-სა და ხომალდს შორის კავშირი, გეგმის მიხედვით, 40 წუთით შეწყდა. კავშირის აღდგენის შემდეგ, ეკიპაჟის წევრებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაუკავშირდა და მათ ეს ისტორიული მიღწევა მიულოცა.