ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, წეროვნის დევნილთა დასახლებაში სამედიცინო აქცია გაიმართა.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით აქციის ფარგლებში, 100-მდე მოქალაქეს სხვადასხვა პროფილის ექიმებმა უსასყიდლოდ გაუწიეს კონსულტაციები.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მსგავსი ინიციატივები მიზნად ისახავს პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და პრევენციული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას.