08 აგვისტო 2026,   06:59
ვრცლად
სურსათის სააგენტოს თანამშრომლებმა, ქუთაისსა და ყვარელში ცოფის საწინააღმდეგოდ აცრეს და პროცედურებისთვის თავშესაფარში გადაიყვანეს ცხოველები, რომლებიც მიმკედლებლებმა ადგილზე თავად მიიყვანეს

ძაღლების ჰიპერპოპულაციიის მართვის პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო, შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და ცხოველების მიმკედლებლებთან შეთანხმებით, აგრძელებს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას.

რეგიონებში, დღეს პროგრამის მართვის ცენტრის ეკიპაჟებმა, ქუთაისსა და ყვარელში, წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე, ცოფის საწინააღმდეგოდ აცრეს და საჭირო პროცედურების ჩასატარებლად შესაბამის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს ცხოველები, რომლებიც მიმკედლებლებმა თავად მიიყვანეს ადგილზე.

შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ცხოველები დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირს.

დღის ამბები