პროექტის "ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.
პროექტი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 თვის განმავლობაში გაგრძელდება, მიზნად რეგიონებში ახალგაზრდული სფეროს გაძლიერებასა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ზრდას ისახავს.