ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად, ფარმაქიმიის ინსტიტუტში იმყოფებოდა.
მიხეილ სარჯველაძე და დოვლეტმირატ სეიტმამედოვი დაწესებულების სამეცნიერო სამუშაოებს გაეცნენ და კვლევითი ლაბორატორია დაათვალიერეს.
მხარეებმა ორი ქვეყნის პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებიც განიხილეს.
"ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც გავეცანი ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში, თურქმენეთის მსგავსად, ტრადიციული მედიცინა მაღალ დონეზეა განვითარებული.
საქართველოში, დაახლოებით, 4000 სამკურნალო მცენარეა, რომლებიც აქტიურად გამოიყენება სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად.
შეხვედრაზე, ასევე, განვიხილეთ პროფილურ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, სამეცნიერო პერსონალის ურთიერთგაცვლისა და თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის საკითხები," - განაცხადა დოვლეტმირატ სეიტმამედოვმა.