ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი გრძელდება. "როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეირანმა უარი თქვა ვაშინგტონის წინადადებაზე 48-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მანამდე ისლამური რესპუბლიკა, შტატებისა და ისრაელის სამხედრო ძალების მხრიდან ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმების სამიზნე გახდა.
პარალელურად აფეთქებების ხმა ისმოდა ისრაელის ქალაქ ბნეი-ბრაკშიც. ირანის საპასუხო სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და ავტომობილები.
პარალელურად, ლიბანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებისკენ მოუწოდებს, ხოლო იმ მოქალაქეებს, რომლებიც დარჩენას გადაწყვეტენ, ურჩევენ მოამზადონ კონკრეტული გეგმა საგანგებო სიტუაციებისთვის და მზად იყვნენ თავშესაფარში გადასასვლელად.