08 ივნისი 2026,   08:54
ვრცლად
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე უცხო ქვეყნის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ბ.ბ., 1978  წელს დაბადებული ი.გ. და 1997 წელს დაბადებული ი.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები