10 აგვისტო 2026,   08:51
ვრცლად
გამოცხადდა 112 ელექტრონული აუქციონი და გაიყიდა 68 ერთეული უძრავი ქონება - ირაკლი შენგელია

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი კვარტლის საპრივატიზებო გეგმა 170%-ით გადაჭარბებით შეასრულა.

აქტიური პრივატიზაციის შედეგად, ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებული 31 მილიონი ლარის ნაცვლად, თითქმის 53 მილიონ ლარი გადარიცხა.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.

"აღნიშნულ პერიოდში გამოცხადდა 112 ელექტრონული აუქციონი და გაიყიდა 68 ერთეული უძრავი ქონება. სააგენტო აქტიურად აგრძელებს პრივატიზების პროცესს და კერძო სექტორს აქტიურად სთავაზობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საინვესტიციოდ არსებულ უძრავ ქონებას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ელექტრონულ აუქციონში და გახდნენ ქონების მესაკუთრე", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

 

დღის ამბები