18 ივნისი 2026,   19:30
ვრცლად
თუ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციაში არ ჩაერთვებიან, ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს - Financial Times

თუ აშშ-ის ევროპელი მოკავშირეები ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციაში არ ჩაერთვებიან, ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს - მუქარა ამერიკის პრეზიდენტმა წამოაყენა. ინფორმაცია "ფაინენშალ თაიმსმა" სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც გამოცემა წერს, თეთრი სახლის ხელმძღვანელი იმუქრება, რომ შეაჩერებს უკრაინისთვის პრიორიტეტული შესყიდვების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ევროპული ქვეყნები აშშ-სგან იარაღს კიევისთვის გადასაცემად ყიდულობენ.

როგორც "ვაშინგტონ პოსტი" აღნიშნავს, პენტაგონი უკვე განიხილავს შესაძლებლობას, ირანთან ომისთვის გადაამისამართოს ის მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი.

დღის ამბები