06 აგვისტო 2026,   02:20
ვრცლად
საქართველომ ყაზახეთს ფინანსური პირამიდის მართვაში ბრალდებული პირი გადასცა - მას 10 მილიარდი ტენგის მითვისებას ედავებიან

საქართველოდან ყაზახეთში მასშტაბური თაღლითური პირამიდის მთავარი ფიგურანტის ექსტრადირება განხორციელდა - მითვისებულია 10 მილიარდი ყაზახური ტენგი. ინფორმაციას ყაზახეთის პროკურატურა ავრცელებს

ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა, საქართველოში ყაზახეთის საელჩოს მხარდაჭერით, ყაზახეთის მოქალაქის ექსტრადიცია განახორციელეს.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ეჭვმიტანილი ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში 2019–2021 წლებში ყაზახეთის სხვადასხვა რეგიონში ფინანსური პირამიდის სტრუქტურებს ხელმძღვანელობდა.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების უკანონო ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მაღალი შემოსავლის დაპირების გზით, 10 მილიარდ ტენგეზე მეტი (დაახლოებით 22 მილიონი დოლარი) იქნა მოზიდული", - ნათქვამია განცხადებაში.

დანაშაულებრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი უკვე იქნა გასამართლებული თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, რის გამოც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

"2026 წლის თებერვალში იგი საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს და ყაზახეთის გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სამშობლოში მოხდა მისი ექსტრადიცია. ამჟამად ეჭვმიტანილი საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული". მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის გათვალისწინებულია სასჯელი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ქონების კონფისკაციით.

დღის ამბები